“გორგასლის ქუჩაზე დაშავებული ორი მოქალაქე გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება” – ბათუმის მერია
“ბათუმში ძლიერი ქარის გამო პრობლემები შეიქმნა.
გორგასლის ქუჩაზე დაშავებული ორი მოქალაქე გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – ამის შესახებ ბათუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.
მათი ცნობით, ბათუმის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა, აღდგენითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
“დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავები. რამდენიმე ქუჩასა და ცენტრალურ პარკში კი დაზიანებულია ხეები, ასევე ავტომანქანები. შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, ახორციელებენ მონიტორინგს და თითოეულ შემთხვევაზე მოხდება მყისიერი რეაგირება.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ყველა რეისი შესრულებულია”, – წერია ინფორმაციაში.