ქობულეთის მუნიციპალიტეტი   ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენაზე – EBIT 2025 მონაწილეობს

მეთექვსმეტედ ტარდება ტურიზმისა და სასტუმროს აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა, რომელშიც, ტრადიციულად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია მონაწილეობს.

“ჩვენი სტენდის ქვეშ  წარმოდგენილი იყო სარეკლამო მასალები – ქობულეთის გიდი, მუნიციპალიტეტის ფოტოალბომი, საფოსტო ბარათები და ა.შ, რაც ერთობლიობაში ქობულეთის ტურისტულ პოტენციალს და უნიკალურ პროდუქტებს უკეთ გააცნობს ფართო საზოგადოებას.

ვიზიტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ საიმიჯო ვიდეორგოლები, რომლებიც ასახავს როგორც ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებს, ისე კულინარიულ ტრადიციებს.

გამოფენაზე მისულ დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებიათ ადგილობრივი ნუგბარი, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სტენდი ყოველწლიურად  არაერთი სტუმრის დაინტერესების ობიექტი ხდება.  წელს ჩვენს სტუმრებს შორის იყვნენ იტალიის, ინდონეზიის, თურქეთის, იაპონიის, ბელარუსის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები.

ღონისძიება 9-დან 11 მაისის ჩათვლით  ბათუმში მიმდინარეობდა”, – წერია მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები