ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა, შესაძლოა სოფო კილაძემ დაიკავოს

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა, შესაძლოა ნაძალადევის მე-17 ოლქში “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარმა დეპუტატმა სოფო კილაძემ დაიკავოს.
როგორც „კვირას“ „ქართული ოცნების“ წევრმა გედევან ფოფხაძემ განუცხადა, სოფო კილაძის კანდიდატურა აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე აქტიურად განიხილებოდა.
„მე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში რომ დავრჩები ისევ, ვიცი, ჩვენი გუნდიდან ვინ იქნება კომიტეტის თავმჯდომარე, ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ჩვენ ვართ ერთიანი გუნდის წევრები. მე სიამოვნებით ვიმუშავებ ყველასთან, ვინც იქნება. ქალბატონი სოფოს კანდიდატურა ამ კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე განიხილებოდა,“ – განუცხადა „კვირას“ გედევან ფოფხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები