თემურ ჭკუასელი: პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კვლავ ლერი ხაბელოვი იქნება

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კვლავ ლერი ხაბელოვი იქნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა თემურ ჭკუასელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ხაბელოვის თავმჯდომარეობის საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ჭკუასელი მიიჩნევს, რომ ხაბელოვი ძალიან კარგი თავმჯდომარე იქნება. მისივე განმარტებით, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარედ სოფო კილაძის კანდიდატურა განიხილებოდა.
„მანანა კობახიძემ პოლიტსაბჭოს ბოლო სხდომაზე განაცხადა, რომ მთელი ცხოვრება ადამიანის უფლებების დაცვას მიუძღვნა და ამ საქმიანობის გასაგრძელებლად კომიტეტის თავმჯდომარეობა აუცილებელი არ არის. გზა ახალგაზრდებს დავუთმოთ“, – აღნიშნა ჭკუასელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები