მამუკა არეშიძე: ტრამპი თავიდან შეეცდება ურთიერთობები დაათბოს რუსეთთანაც და სირიასთანაც

კავკასია და საქართველო შედის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ განაცხადა.
არეშიძე თვლის, რომ ტრამპის გაპრეზიდენტებით მსოფლიო პოლიტიკა უფრო პრაგმატული გახდება. მისივე განცხადებით, ამერიკა, საქართველოსთან მიმართებაში საგარეო პოლიტიკურ კურსს არ შეცვლის.
“ტრამპის არჩევა ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მე ვფიქრობ, რომ ტრამპის არჩევამ სერიოზული დარტყმა მიაყენა ლიბერალური დემოკრატიის მამამთავრებს. იმ ტიპის მმართველობა, რომელიც აქამდე არსებობდა მსოფლიოში, შეიცვლება, ბევრად უფრო პრაგმატულ პოლიტიკასთან გვექნება საქმე.
ტრამპი თავიდან შეეცდება ურთიერთობები დაათბოს რუსეთთანაც და სირიასთანაც. ტრამპი და პუტინი, ეს არის ორი ძლიერი პოლიტიკოსი. ამერიკის ყველა პრეზიდენტი თავიდან გადატვირთვის პოლიტიკით იწყებს, მაგრამ შემდეგ ცვლის ამ რიტორიკას, რადგან რუსეთი არასდროს ცვლის თავის პოლიტიკას. ურთიერთობები თავდაპირველად იქნება მეგობრული, მაგრამ ბოლოს გადაწონის ქვეყნის ინტერესები.
ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ერთი იდეოლოგია, რომელზეც დგას ქვეყანა და ამ იდეოლოგიაში ეჭვის შეტანა გამოიწვევს ან ქვეყნის რღვევას ან კენედის ფინალს. ამერიკისთვის საქართველო მხოლოდ მეგობარი არაა . საქართველო და კავკასია ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესშია“, – განაცხადა ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები