ანი მიროტაძე: ყველა პროცესს, რომელიც საარჩევნო გარემოს შექმნისთვის იქნება დაწყებული, ხელს შევუწყობთ

ამ ეტაპზე ძალიან კარგია, რომ მზაობა არსებობს საარჩევნო გარემოს შესაცვლელად – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ეროვნული ფორუმის“ წევრმა ანი მიროტაძემ განაცხადა.
მიროტაძე მიიჩნევს, რომ საარჩევნო გარემო შესაცვლელია, იგი ყურადღებას მაჟორიტარულ სისტემაზეც ამახვილებს.
“ყველა პროცესს, რომელიც საარჩევნო გარემოს შეცვლისთვის იქნება დაწყებული, ჩვენ ხელს შევუწყობთ.
აუცილებლად შესაცვლელია საარჩევნო გარემო. ამჟამად „ქართულ ოცნებას“ აქვს კონსტიტუციური უმრავლესობა და არაფრის მომიზეზება აღარაა საჭირო. უნდა შეიცვალოს მაჟორიტარული სისტემაც, მაგრამ ამის მზაობას რატომღაც ვერ ვხედავ.
ჩვენ სურვილი გვაქვს, რომ ეს 2020 წლის არჩევნებისთვის მაინც მოხერხდეს მაჟორიტარული სისტემის შეცვლა, – განაცხადა ანი მიროტაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები