11 ნოემბერი
09:00
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება მის: ინგოროყვას 7
10:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში”. კონფერენციას თსუ კანცლერი ნუნუ ოვსიანიკოვა, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. თბილისის მერი დავით ნარმანია, ქართველი და უცხოელი პროფესორები დაესწრებიან.
11:00
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება. თემა: სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გახსნილი საქმე. მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. N 72
11:00
“სითი ინსტიტუტი – თბილისის” ხელმზღვანელი მამუკა სალუქვაზე პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
11:00
“სითი ინსტიტუტი – თბილისის” ხელმზღვანელი მამუკა სალუქვაზე პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თბილისის განვითარების გენერალური გეგმის კონცეფცია მზადაა – რას მოიცავს დოკუმენტი და რა ეტაპზე ამისი დამტკიცება. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565
11:30
ეკონომისტი ლევან კალანდაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: არჩევნები ამერიკაში და საქართველო; ეროვნული ვალუტა და ეკონომიკური მაჩვენებლები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565
12:00
“თიბისი” ბანკის ცენტრალური ოფისის საგამოფენო დარბაზში გაიმართება მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის “ლეონარდო და ვინჩი” ფინალური ეტაპი – გამოვლინდებიან გრანპრის, პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები. კონკურსანტთა ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება 12:00 საათზე.
18:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის საღამო გაიმართება