გლდანში ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახნენ, შემდეგ კი ერთ-ერთი მათგანი ფეხით მოსიარულეებს – არიან დაშავებულები

გლდანში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა ჯერ ერთმანეთს შეეჯახა, შემდეგ კი ერთ-ერთი მათგანი 2 ფეხით მოსიარულეს.
დაშავებულია 5 ადამიანი, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გადაიყვანეს.
„ადგილზე მისულებს ყველა მათგანი ცოცხალი დაგვხვდა. მათ აღენიშნებოდათ სხვადასხვა დაზიანებები. მათგან ორს მსუბუქი დაზიანება ჰქონდა, ძირითადად გამოკვეთილი იყო პოლიტრავმები, სამს კი საშუალო სიმძიმის. ამჟამად გადანაწილებულები არიან ქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოში,“ -განუცხადეს „კვირას“ სასწრაფო დახმარების ცენტრში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები