9 ნოემბერი
11:00
საქართველოს სახალხო დამცველის ცხელი ხაზის ერთი წლის იუბილესთან დაკავშირებით რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე უჩა ნანუაშვილი აქციას გამართავს და მოსახლეობას ცხელი ხაზის საქმიანობის ამსახველ საინფორმაციო ფლაერებს დაურიგებს.
11:00
თბილისის მერი დავით ნარმანია თსუ-ს X (მაღლივი) კორპუსის მიმდებარედ დაგეგმილ გამწვანების აქციაში მიიღებს მონაწილეობას. მისამართი: უნივერსიტეტის ქუჩა #2, თსუ-ს მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია. საკონტაქტო პირი: ლილე ხმალაძე 599 27 06 46
11:00
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 10-14 ნოემბერს “თბილისის ბაროკო ფესტივალი 2016” გაიმართება. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, კულტურის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც კულტურის მინისტრი, ფესტივალის დირექტორი კონსტანტინე კასრაძე, სამხატვრო ხელმძღვანელი, გერმანელი დირიჟორი კორნელია ფონ კერსენბროკი და ფესტივალის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თეა მუქერია გაუძღვებიან.
11:00
NEW
პარლამენტის წევრი, “ქართული ოცნების” წარმომადგენელი გედევან ფოფხაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565
11:00
NEW
“მარშალპრესის” პრესკლუბში ექსპერტი ნიკა ჩიტაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: არჩევნები აშშ-ში; უკრაინაში მიმდინარე პროცესები; მინისტრთა კაბინეტის ფორმირება. მისამართი: მაჩაბლის 7, საკონტაქტო: 599 261 414
11:30
NEW
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს ხელმძღვანელი ლაშა კილაძე პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების კვლევის შედეგები სკოლებში; კანონმდებლობის ლიბერალიზაცია. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565
11:30
NEW
“მარშალპრესის” პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის, “ქართული ოცნების” წევრი გოგლა ჟვანია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: უკრაინაში მიმდინარე პროცესები, აშშ-ს არჩევნები და გავლენა საქართველოზე. მისამართი: მაჩაბლის 7, საკონტაქტო: 599 261 414
15:00
დევნილი ოჯახებისთვის თბილისში ბინების განაწილების საკითხზე კომისიის სხდომა გაიმართება, რომელსაც დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი დაესწრება. მისამართი: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N23.