ცეცხლში გახვეულ შენობაში აქციის მონაწილეები არიან ჩარჩენილი
კიევში უკვე რამდენიმე საათია, მაშველები ერთ-ერთ შენობაზე მოკიდებული ცეცხლის ჩაქრობას უშედეგოდ ცდილობენ. ცეცხლმოკიდებულ შენობაში ადამიანები იმყოფებიან. ამ დროისთვის სცენაზე, რომელიც რამოდენიმე დღის წინ ოპოზიციურ ძალას ჰქონდა დაკავებული, სამღვდელოება წირვა-ლოცვას აღავლენს. მოსახლეობა ძლიერი ყინვის მიუხედავად ამ დრომდე გარეთ რჩება და დაშლას არ აპირებს. შეკრებილი მოქალაქეები შტურმის მოლოდინში არიან.