ალექსანდრე ჯეჯელავა მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორის პოსტიდან გადადგომას მიესალმება

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორის პოსტიდან გადადგომას მიესალმება.
როგორც ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, სააკაშვილის გადაწყვეტილება დადებითი ნაბიჯია.
„ნებისმიერ ნაბიჯს ამ ადამიანის ჩამოშორებისა პოლიტიკიდან, მივესალმები, უდაოდ. ვფიქრობ, დადებითი ნაბიჯია. თითოეული ადამიანის გადასაწყვეტია, რას გააკეთებს. მგონია, რომ ძალიან რთულია პოლიტიკური ცხოვრება და არის დრო, როცა უნდა იაქტიურო და არის დრო, როცა უნდა ჩამოშორდე.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება დღეს გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები