საპატრიარქომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ სასულიერო პირს ღვთისმსახურება შეუჩერა

სასულიერო პირს, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს, ღვთისმსახურება შეუჩერდა. საქართველოს საპატრიარქოს ბრძანებულების თანახმად, გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქიის მოძღვარს, მამა გიორგი მეგრელიშვილს სასულიერო პირისთვის შეუფერებელი საქციელისთვის ღვთისმსახურება შეუწყდა.
როგორც „კვირას“ საქართველოს პატრიარქის მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა, ბრძანებულება რამდენიმე დღის წინ დაიწერა.
შეგახსენებთ, რომ მამა გიორგი მეგრელიშვილი, სამართალდამცველებმა, ნარკოდანაშაულისთვის ერთი კვირის წინ დააკავეს.
მამა გიორგი მეგრელიშვილი კიდევ ერთ პირთან, ოთარ სანოძესთან ერთად პოლიციამ რამდენიმე დღის წინ აიყვანა.
სამართალდამცველებმა მათი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, რა სახის ნარკოტიკულ საშუალებაზეა საუბარი.
სასამართლომ მამა გიორგი მეგრელიშვილისა და ოთარ სანოძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უკვე იმსჯელა. მამა გიორგის მოსამართლემ 4 000-ლარიანი გირაო, მასთან ერთად დაკავებულ ოთარ სანოძეს კი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები