ჰოსპიტალ ”დიღმის” სახურავზე ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, ჰოსპიტალ ”დიღმის” (ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს) სახურავზე ხანძარი გაჩნდა. შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლი საავადმყოფოს სახურავზე, დაახლოებით 15 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაჩნდა. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
​შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები