ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მიკროავტობუსი ხიდიდან გადავარდა

იმერეთში, ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც მიკროავტობუსი ხიდიდან გადავარდა.
შემთხვევა ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მოხდა, ე.წ. კოპიტნარის ხიდიდან “ფორდის” მარკის მიკროავტობუსი გადავარდა. ადგილზე საპატრულო და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული.
არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძღოლი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები