პაოლო იაშვილის ქუჩაზე კორპუსის ფასადი ჩამოიშალა

თბილისში, პაოლო იაშვილის 16 ნომერში კორპუსის ფასადი ჩამოიშალა. ფასადის ჩამოშლის დროს, მნიშვნელოვნად დაზიანდა ერთ-ერთი სახლის აივანიც. ადგილზე მობილიზებული საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებლებს საფრთხე არ ემუქრებათ და მათი გამოსახლება ამ ეტაპზე საჭირო არ არის.
მოსახლეობის ინფორმაციით, სახლი ავარიულია, თუმცა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის გამო, 3-სართულიან სახლს არც რეაბილიტაცია და არც დემონტაჟი არ უტარდება.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები