კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე ხანძარია

  კიევში, გრუშევსკის ქუჩის #4-ში საცხოვრებელი სახლი იწვის. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხანძარი, სავარაუდოდ, მას შემდეგ გაჩნდა, რაც მომიტინგეებმა “ბერკუტის” შეტევის მოგერიების მიზნით აალებადი ნივთიერებები ისროლეს. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული. საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულზე დარჩენილია ქალი, რომელიც დახმარებას ითხოვს. ქალბატონის გამოყვენა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები