ბათუმში მომხდარი ავარიისას დაშავებულები საავადმყოფოში რჩებიან

ბათუმში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 4 ადამიანიდან სამი საავადმყოფოში რჩება.
როგორც „კვირას“ კლინიკის ხელმძღვანელმა, მალხაზ ხალვაშმა განუცხადა, ავარიის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში 2 პირი მიიყვანეს. მისივე თქმით, ერთ-ერთი უკვე სახლში გაწერეს, ხოლო მეორე ამ დრომდე კლინიკაში მკურნალობს.
„ერთ-ერთ ქალბატონს თავის ტვინის შერყევა და ცხვირის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება, მისი მდგომარეობა შედარებით მძიმეა. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, ამბულატორიული მკურნალობის შემდეგ სახლში გაეწერა“, – აღნიშნა მალხაზ ხალვაშმა. მისი თქმით, ორი დაშავებული პირი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ცნობისათვის, შემთხვევა ბათუმის შესასვლელ გვირაბთან მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები