ავტობანზე მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა

ქარელთან, ავტობანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
“კვირას“ ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც მძღოლი და კიდევ ერთი პირი იმყოფებოდნენ, გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა.
მძღოლმა დაზიანებები მიიღო, მის გვერდით მჯდომი ახალგაზრდა მამაკაცი კი გარდაიცვალა.
“კვირას“ ინფორმაციით, გარდაცვლილი და დაშავებული ბიძაშვილები იყვნენ და თეძამის ხეობიდან მოდიოდნენ.
მამაკაცი, რომელიც მომხდარის შედეგად გარდაიცვალა, საგარეჯოს რაიონში ცხოვრობდა.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები