დედის გარეშე დარჩენილ პატარებს საზოგადოების დახმარება სჭირდება

დედის გარეშე დარჩენილ პატარებს საზოგადოების დახმარება სჭირდება. აბაშიძეების სამშვილიანი ოჯახი გაჭირვების უკიდურეს ზღვარზე დედის ავადმყოფობის შედეგად მივიდა. 4 თვის ტყუპი და 4 წლის ნია აბაშიძე საზოგადოების დახმარებას ელიან.
კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი მეუღლის სასთუმალთან გატარებული დღეების გამო, პატარების მამამ, როლანდ აბაშიძემ სამსახური დაკარგა. პატარების მოვლა-პატრონობა კი მის და პენსიონერი დედის კისერზე გადავიდა. სწორედ ამიტომ ორგანიზაცია „იალქანმა“ მთელი საზოგადოება მათ დასახმარებლად გააერთიანა.
როგორც „კვირას“ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თიკო აბაშიძემ განუცხადა, ოჯახს ბავშვების რჩენა ძალიან უჭირს, მათ არ აქვთ გათბობის არანაირი საშუალება, პატარებს კი ხელოვნური საკვები ყოველდღიურად სჭირდებათ.14958778_1209741309069746_614921939_n
„აბაშიძეების ტრაგიკული ისტორია 4 თვის წინ დაიწყო. მაშინ როდესაც ოჯახის საღ-სალამათი დიასახლისი სამშობიაროში საკუთარი ფეხით მივიდა, თუმცა მშობიარობის დროს დაშვებულმა სავარაუდო შეცდომამ პატარების ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ქალბატონი 4 თვის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მისი მეუღლე კი 4 თვის განმავლობაში წუთით არ მოშორებია მეუღლეს და საავადმყოფოს ეზოში ათენებდა. ამის გამო სამსახურიც დაკარგა. ოჯახი ახლა ბებიის პენსიაზეა დამოკიდებული. პატარებს ყოველდღიურად საკმაოდ ძვირადღირებული ხელოვნური საკვები სჭირდებათ.
სახლში არ აქვთ გამათბობელი. მარტოხელა ბებოს უჭირს ღამით ადგომა და ღუმელის დანთება. დიდი თხოვით მოგმართავთ, დაეხმაროთ ბებოს გამათბობელის შეძენაში, რომ პატარებისთვის ცოტაოდენი კომფორტის შექმნა შეძლოს. ბავშვები გაყინულ ოთხში ჰყავდათ, ვერ ანთებდნენ შეშის ღუმელს. ჩვენ აგვირჩია უფალმა იმისთვის, რომ დედობა გავუწიოთ მათ. ვწუხვარ, მტკივა და ვიცი, ვერასოდეს ვერ შევუმსუბუქებთ მათ ამ ტკივილს, მაგრამ ახლა ჩვენ ყველანი ვჭირდებით მათ. თუკი ეს წერილი თქვენამდე მოვა, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მითითებულ ანგარიშის ნომერზე სასურველი რაოდენობის თანხა ჩარიცხეთ. უდედოდ დარჩენილი პატარებისთვის თითოეული ლარი გადამწყვეტია“,-აცხადებს თიკო აბაშიძე და საზოგადოებას  დახმარებისკენ მოუწოდებს.
თანხის ჩარიცხვა ორგანიზაცია „იალქანის“ ანგარიშზე შეგიძლიათ – GE93 TB79 9073 6080 1000 04 (TBC BANK).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები