ვარკეთილში ავტომანქანა გაჩერებაზე მდგომებს დაეჯახა – არის მსხვერპლი

თბილისში, „ვარკეთილის ხიდებთან“ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაღუპულია ერთი ადამიანი, მეორე კი სხვადასხვა დაზიანებით „ინგოროყვას“ კლინიკაშია გადაყვანილი. სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა ავტობუსების გაჩერებაზე ავარდა და მოქალაქეებს დაეჯახა.
როგორც „კვირას“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ადგილზე მისულებს ერთი მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ, მეორე კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტით მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები