„უხმოდ მეუბნებიან, დაგვხატეო“…

დაიბადა თბილისში. როგორც ხუმრობით ამბობს,  ვაკის პარკში, ბაღში 57-ე საჯარო სკოლა, შემდეგ კი, 1991 წელს, სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი  დაამთავრა.
თითქმის 20 წელია სტომატოლოგად მუშაობს და ექიმების ოჯახის ტრადიციას ერთგულად აგრძელებს.
მაგრამ, ამავდროულად, თვითნასწავლი  მხატვარია. ამბობს, რომ ბავშვობიდან ხატავს და ძალიან უყვარს პორტრეტების შექმნა. – ეკა გელუტაშვილის პერსონა.

14886299_1219952184733586_1915128695_n

– ბავშვობიდან სულ რაღაცას ვხატავ. 3 წლის ვიყავი, პირველი სახე რომ დავხატე. პორტრეტით დავიწყე… თავიდანვე ადამიანების ხატვა მომინდა. ეს ჰობია… ცხოვრებაში ხატვაზე არ მივლია. ძირითადი დრო ჩემს პროფესიას მიაქვს. ვხატავ  მხოლოდ მაშინ, როცა განწყობა და დრო  მაქვს.
როგორ არჩევთ ნატურებს?
– როგორც ვთქვი, პორტრეტი და ადამიანი ჩემი ინტერესის ობიექტია, არასოდეს ვარჩევ ნატურებს, – ვუყურებ და უცებ, თვითონ უხმოდ მეუბნებიან, დაგვხატეო… თუმცა ახლა ხშირად სიტყვიერადაც მთხოვენ, მათი პორტრეტის შექმნას და ასეც ვხატავ… სპონტანური პორტრეტები უფრო მიყვარს.
  ძირითადად, ალბათ, გრაფიკული ნახატები გაქვთ
– თავიდან გრაფიკული იყო, ფანქრით დავიწყე, მერე საღებავები, და ბოლოს, მარტო საღებავებით ვცადე, უფანქროდ… ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე ვხატავ, როგორც გამომდის…
ალბათ, ქვენი პაციენტებიც არიან ნატურები…11163894_1636404876575495_2333004447317015477_n
– რა თქმა უნდა, პაციენტიც შეიძლება გახდეს ნატურა, თუმცა ამ დროს კბილებზე მაქვს კონცენტრირებული გონება და დახატვისთვის მაინც სხვა სიტუაცია ჯობია.
– პირველი ნახატები…
–  პირველი ნახატი, როგორც უკვე აღვნიშნე, 3 წლის ასაკში მოვხაზე – სახე. სიმეტრიის დაცვა გამიჭირდა… თემა თავიდანვე ადამიანი და მისი სამყაროს გადმოცემაა…
–  ოჯახი. მშობლები. გარემო…
– მშობლები ხელოვნებასთან არ იყვნენ დაკავშირებულნი. მამა გამომგონებელი ინჟინერი, ჰიდრომელიორატორი, აკადემიკოსი იყო. დედა ექიმი – ნევროპათოლოგი… რაც შეეხება ჩემს საქმიანობას, ოჯახის მიერ ნაკლებად სერიოზულად აღიქმებოდა, თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, რომ ექიმი  გამოვსულიყავი… ბებიაც რესპუბლიკის დამსახურებული სტომატოლოგი იყო და, რა თქმა უნდა, ოჯახური ტრადიციის გაგრძელების მისია მერგო წილად…
ხატვა კი მუდამ ჩემი საყვარელი საქმიანობა იყო. მეცადინეობის დროს, პარალელურ რეჟიმში დასვენების მიზნით ვხატავდი. ეს პროცესი ყოველთვის განტვირთვა და სიამოვნებაა ჩემთვის.
– მინანქარშიც მუშაობთ… 14885785_1219960808066057_1259374268_n
– მინანქარშიც ვცადე ბედი. მეგობარმა მასწავლა და   რამდენიმე ერთობლივი ნამუშევარი გავაკეთეთ. ესკიზებს ვხატავდი და აქაც ადამიანის თემა წამოვწიე.
– რატომ ხატავთ მაინცდამაინც პორტრეტებს?
– იმიტომ მიყვარს, რომ ადამიანი ყველაზე ამოუცნობი და საინტერესოა სამყაროში. როცა პორტრეტში იმას ვაღწევ, რომ ადამიანის შინაგანი სამყარო და განწყობა გადმოვცე, ბავშვივით ძალიან მიხარია…
 – თქვენი ცხოვრებიდან… 
– მრავალი კურიოზი გადამხდენია, მაგრამ ხატვასთან დაკავშირებით ვერაფერს ვიხსენებ… ზოგადად აკვირვებდათ, მსგავსებას პორტრეტში მცირე დროში რომ ვაღწევ… ანუ 5 წუთში ბევრი ფანქრით დამიხატავს…
– გამოფენები…
– 2 წლის წინ გალერეა „ვაჩეში”  მქონდა გამოფენა… სამი მხატვრის ერთობლივი გამოფენა გაიმართა… კიდევ მაქვს სურვილი, ჩემს შვილთან ერთად გავაკეთო… ქალიშვილი “ჰენდმეიდებს” – აქსესუარებს, მძივებს ქმნის.
– თქვენი შვილებიც ხატავენ…10311000_1432723723644883_1175569471161872437_n
– კი, შვილებიც ხატავენ. დათო აუტისტია და რაღაც პერიოდი საკმაოდ კარგად ხატავდა, თუმცა ახლა საერთოდ აღარ ხატავს. უფროსი ქალიშვილი – თაკო შემოქმედი და ნიჭიერი გოგოა. ხელნაკეთი სამკაულები აქვს გაკეთებული და რაღაც პერიოდი საკუთარი მცირე ბიზნესი და შემოსავლის წყაროს იყო მისთვის. პროფესიით ისიც იურისტია და ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობს. ბოლო დროს საინტერესო ნახატები შექმნა, რამაც ერთობლივი გამოფენის იდეისკენ მიბიძგა.
– როგორ უთავსებთ ერთმანეთს სტომატოლოგობას და ხატვას?
– სტომატოლოგობა ნიშნავს ბავშვობის ასოციაციებს – ბებოს კაბინეტიდან გამოსული წამლის სუნთან ტკბილი ბავშვობა ასოცირდება… ახლა კი უკვე საყვარელი პროფესიაა, რაც ისევ ადამიანების შეცნობას და მათ დახმარებას გულისხმობს… ყველაზე ბედნიერი ვარ, როცა ჩემი საქმით და გაუმჯობესებული ღიმილით ადამიანს განწყობა და სიცოცხლის ხალისი ემატება…
პროფესიის და ხატვის შეთავსებაზე ბევრს ვერ ვფიქრობ… სამწუხაროდ, ხატვისთვის ვერ  ვიცლი ისე, როგორც მსურს… თუმცა როცა ძალიან მომინდება, დროს მაინც გამოვძებნი ხოლმე.
–  რას აფასებთ ადამიანში? ანუ როგორ ადამიანს ვერ დახატავდით?14232589_1789970527885595_5031604673884223370_n
– ადამიანში გულწრფელობას და კეთილსინდისიერებას ვაფასებ… როგორ ადამიანს ვერ დავხატავდი და მასაში დაკარგულ, ნაკლები ინდივიდუალიზმის მქონე უინტერესო ადამიანს, თუმცა მაინც მგონია, რომ თითოეული ადამიანი, კარგად გაცნობის შემდეგ, აუცილებლად რაღაცით საინტერესო იქნება… უინტერესო ადამიანი ცოტაა. ზოგადად, ადამიანი უფლის საოცარი ქმნილებაა.
– თბილისი… თქვენი საუკეთესო წლები უკავშირდება…
– ბევრი რამ არ მომწონს იმის გამო, რომ ძალიან მიყვარს და მტკივა. თბილისი სახლივითაა. მშობლიური ქალაქი, საყვარელი უბანი ვაკეა და ყველაზე მეტად ჩემი ვაკის პარკი მიყვარს, სადაც სულიერად ვისვენებ… მიყვარს ლესელიძის ქუჩა და მთაწმინდა, ლამაზი და თბილი ქუჩებით, მაგრამ ძალიან მტკივა, როცა ვაკის პარკში დაყრილ ნაგავს ვხედავ… ქუჩებში ტროტუარები დაპყრობილი აქვთ მანქანებს და ამ დროს მეცოდება ჩემი ქალაქი… ამაში ჩანს უსიყვარულობა, ჩვენი არასწორი დამოკიდებულება საკუთარი ქალაქის მიმართ…
რომელიმე ნაწარმოების,  ან კინოს პერსონაჟები თუ დაგიხატავთ?11350438_1636405183242131_7660475595588803468_n
– დამიხატავს მსახიობები… საინტერესო სახის გამო… ხავიერ ბარდემი ჯონი დეპი, სხვებიც კიდევ მინდა დავხატო… ესთეტიკურად სასიამოვნოა ლამაზი ადამიანების ხატვა…
– ყველაზე ძალიან თქვენი რომელი ნამუშევარი მოგწონთ?
– ნამუშევარი, რომელიც გაიყიდა ან გავაჩუქე და აღარ მაქვს, მენატრება. არც კი ვიცი, განსაკუთრებით რომელი… ალბათ ბოლო… ემოცია ახალია და ამიტომ – ყველა ერთნაირად.

ესაუბრა თამარ შაიშმელაშვილი

10348274_1636405146575468_6292926964825669730_n

11108201_1636405423242107_4108277423816434418_n

11329977_1636405093242140_5206305007800579386_n

549417_1636405353242114_3988114364875176812_n

10931171_1636405283242121_6744870645974393740_n
11174231_885934691468672_7891118241138211751_o

11295797_1636404493242200_1476602792650374056_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები