გიორგი კეკელიძის საჯარო ლექცია გაიმართება

3 ნოემბერს, 17:15 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გიორგი კეკელიძის საჯარო ლექცია გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გიორგი კეკელიძე საჯარო ლექციას – ,,წიგნის მნიშვნელობა და მისი გავლენა დღევანდელ საზოგადოებაში”, ,,ISIE სტუმრის“ ფარგლებში ჩაატარებს.
გიორგი კეკელიძე არის პოეტი და პროზაიკოსი, 2010 წლიდან კითხულობს ლექციებს თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტში. ტელეწამყვანი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი (2012 წლიდან – დღემდე). იგი არის პრემია ,,საბას” ლაურეატი, წინანდლის პრემიის ლაურეატი, ელექტრონული ბიბლიოთეკა lib.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი (2006-2012 წ.წ) საგანმანათლებლო მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ დამფუძნებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები