“კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ საჯარო პოლიტიკაში მამუკა მდინარაძის დაბრუნება შოკისმომგვრელი იყო – არც არის გასაკვირი, რადგან „ქართული ოცნების“ გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს” – გორდულაძე

“კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ საჯარო პოლიტიკაში მამუკა მდინარაძის დაბრუნება შოკისმომგვრელი იყო, ეს არც არის გასაკვირი, რადგან „ქართული ოცნების“ გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, მნიშვნელოვანია ამ სახელმწიფო თანამდებობის შემოღება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ოპერატიული ჩართულობა და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაცია, რათა თავიდან იყოს აცილებული ისეთი ქმედებები და მოვლენები, როგორიც 2025 წლის 4 ოქტომბერს იყო.

“ამ კოორდინაციის საჭიროება თუნდაც ამ ერთი ფაქტით დავინახეთ. მაშინ, როცა არსებობენ ძალები, რომელთა სურვილია ქვეყანაში არეულობა მოხდეს, მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ჰარმონიულად ითანამშრომლონ ერთმანეთთან და ამით ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფას ხელი შეუწყონ“, – განაცხადა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები