შარმანაშვილი – სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე: გამოწვევები იმდენად დიდია, დადგა საჭიროება, რომ ეს პოსტი იქნეს შემოღებული

l”სახელმწიფო მინისტრის საჭიროება რომ არ ყოფილიყო, ამ თანამდებობას არც შემოვიღებდით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა, გამოწვევები იმდენად დიდია და სამართალდამცავ ორგანოებში იმდენად დიდი სამუშაო სრულდება, დადგა საჭიროება, რომ ეს პოსტი იქნეს შემოღებული.

“რაც შეეხება იმას, რომ აპარატიც არ გაიმეტესო, ეს სრულიად წარმოუდგენელი, დილიტანტური მსჯელობაა. ახალი უწყება კი არ შეიქმნა, ახალი თანამდებობა არის შემოღებული. თუ ამის უზრუნველყოფას მთავრობის ადმინისტრაცია მოახდენს, რა საჭიროა დამატებითი ხარჯები იყოს შემოღებული? – ასე შეიძლება მხოლოდ დილეტანტმა იმსჯელოს“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები