„ვაკე” ლევან წულუკიძის გამოფენას – „კანიბალი ნოემბერი” უმასპინძლებს

1 ნოემბერს, 18:00 საათზე, არტგალერეა „ვაკეში” ბათუმელი მხატვრისა და პოეტის ლევან წულუკიძის პერსონალური გამოფენა „კანიბალი ნოემბერი” გაიხსნება.
აფიშას პოეტის ლექსიც ახლავს: „ნოემბერი“.
„მე მიყვარს ჩემი გულის კანიბალი ნოემბერი, ზღვაში გარინდული ლაინერი ბურუსში, ზღვის სპონტანური გამოფენებით პლაჟზე, ბათუმში. აი, ლამპიონზე შემომჯდარა ყვავი, ქოლგიან ბათუმელებს ათვალიერებს შავი თვალებით – ავი! მე მიყვარს, როცა ალამაზებ ჩემს ოთახს… ყვავილებით. მე მიყვარს ნოემბერი, მისი მუსიკის შთამაგონებული წამი. მე მიყვარს ჩემი გულის კანიბალი – ნოემბერი, მისი ცივი, ჰაეროვანი ღამე, ჩემი სიცოცხლის ვარსკვლავების შუქით მოფენილი. მე მიყვარს ჩემი გულის კანიბალი – ნოემბერი, ლამპიონზე შემომჯდარი გაწუმპული ყვავი, რომ გიყურებს შავი განმგმირავი თვალით…. მე მიყვარს ეტლის ბორბალთა გრძელი ზოლი წვიმიან ასფალტზე, რომლის დასასრულში სუფევს, ჩემი გულჩათხრობილი ნოემბრის – სიმფონია“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენა  7 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები