ვინ შეცვლის ნოდარ ხადურს და რა ცვლილებები განხორციელდება მინისტრთა კაბინეტში

ნოდარ ჯავახიშვილი და ნოდარ ხადური მინისტრთა კაბინეტს დატოვებენ?!, – ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს.
გამოცემის ინფორმაციით, იგეგმება ინფრასტრუქტურისა და ფინანსთა მინისტრების შეცვლაც. ერთ-ერთი ვერსიით, ფინანსთა მინისტრის პოსტს ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია ჩაიბარებს.
შეგახსენებთ, რომ ნოდარ ხადური უკვე დიდი ხანია, კაბინეტში ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებს. ის აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.
რაც შეეხება ნოდარ ჯავახიშვილს, მან ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტი მოგვიანებით დაიკავა. ამ თანამდებობაზე მან დავით შავლიაშვილი 2015 წელს შეცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები