„არტისტერიუმი 9“ – თბილისი თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს

4-14 ნოემბერს, თბილისში, „არტისტერიუმი 9/2016“  ტარდება. გამოფენის სათაური და თემაა: “მოკალი ბუდა!”
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, „არტისტერიუმი“ თბილისის  თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიური  საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც მოიცავს უცხოელი და ქართველი მხატვრების გამოფენებს, საგანმანათლებლო და კულტურულ პროგრამებს. იგი ყველაზე ფართომასშტაბიანი გამოფენაა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც თანამედროვე ხელოვნებას წარმოაჩენს.
სახელწოდება “არტისტერიუმი” იმეორებს თბილისში გასული საუკუნის 10-ან წლებში არსებულ იგივე სახელწოდების არტკლუბის სახელს, რომელიც ცნობილი იყო ინოვაციური გამოფენებით, პოეზიის საღამოებით და დისკუსიებით. სახელწოდება საშუალებას გვაძლევს, აღვადგინოთ ქართული თანამედროვე ხელოვნების კავშირი თბილისურ მოდერნიზმთან და, ამდენად, საკუთარ ფესვებთან.
2016 წლის არტისტერიუმის თემა, „მოკალი ბუდა!” ტრადიციის,  რიტუალის, სტერეოტიპების, ავტორიტეტთან, ძალაუფლებასთან ადამიანის დამოკიდებულების კრიტიკულ კვლევას და იმ წინააღმდეგობრივი პროცესების წარმოჩენას გულისხმობს, რომლებიც პროვოცირებენ ტრადიციულსა და თანამედროვეს შორის მუდმივ კონფლიქტს და დაძაბულობას.

პროგრამა:
4 ნოემბერი, პარასკევი
19:00 – “მოკალი ბუდა!”, საერთაშორისო ჯგუფური გამოფენა, არტისტერიუმი 9/2016-ის გახსნა.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა“, სიონის ქ. 8.

5 ნოემბერი, შაბათი
14:00 -16:00 “- თანამედროვე  ბეჭდური  წარწერა და დიზაინი”, ვორკშოფი, ეკინ კილიჩი, ანკარის ბილკენტის უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების დეპარტამენტის პროფესორი.
თსსა, გობელენის მუზეუმი, შარდენის ქ. 19. თბილისი.
17:00 – “მე იდიოტი ვარ, დედა!”, ჯგუფური გამოფენა, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის მაგისტრატურის არტ-ჯგუფი.
საგამოფენო დარბაზი Art Area, დოდო აბაშიძის ქ. 10, თბილისი.
19:00 – “საცხოვრებელი ოთახი II”,  საერთაშორისო ჯგუფური გამოფენა, საქართველო, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი და აშშ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, გია ჭანტურიას ქ. 8, თბილისი.

6 ნოემბერი, კვირა
14:00 – 16:30 – “საცხოვრებელი ოთახი II”, შეხვედრა მხატვრებთან.
ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, გია ჭანტურიას ქ. 8, თბილისი.
17:00 “ხვალ იქნება გუშინ”, ტატო ახალკაციშვილი, ინსტალაცია, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სიმონ ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი, რუსთაველის გამზირი 3, თბილისი.

7 ნოემბერი, ორშაბათი
18:00 – “მეექვსე ელემენტი”, საერთაშორისო ჯგუფური გამოფენა, საქართველო, საფრანგეთი. გალერეა კონტეინერი, რადიანის ქ. 10გ, თბილისი.

9 ნოემბერი, ოთხშაბათი
19:00 – „ინერფერერა“, ვახო ბუღაძის პერსონალური გამოფენა, საუნდი: დიმა დადიანი.
ათონელის ქ. 27, მშრალ ხიდთან, თბილისი.

2016 წლის, მე-9 არტისტერიუმის  სივრცეებია:

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა“. საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სიმონ ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი.ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი.გალერეა “კონტეინერი”. „გალა გალერეა“; „არტარეას“ საგამოფენო დარბაზი.

2016 წლის, მე-9 არტისტერიუმში მონაწილე  ქვეყნებია:

საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფნარგეთი, ავსტრია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, შვეიცარია, ინდოეთი, ჩეხეთი, ისრაელი და სამხრეთ კორეა.

მე-9 არტისტერიუმის მონაწილეები და პროექტები:

“მოკალი ბუდა!” – ალექს პერე,  (საფრანგეთი), ბრამ თომას არნოლდი, (დიდი ბრიტანეთი), ჩატრაპატი დუტა, (ინდოეთი), ჩინგიზ ბაბაევი, (აზერბაიჯანი), დავით კუხალაშვილი,  (საქართველო), დენიზჰან ოზერი, (თურქეთი), ფერნანდო მესქუიტა, (პორტუგალია/ავსტრია), გელა კინწურაშვილი, (საქართველო), ჰეირი შენგუნი, (თურქეთი), ილიკო ზაუტაშვილი, (საქართველო), ივანა სტენცლოვა, პაველ ფორმანი, (ჩეხეთი), იენს რაუხი, (გერმანია), კოკა რამიშვილი, (საქართველო/შვეიცარია) ლია ბაგრატიონი, (საქართველო), ლია კარლი, (ავსტრია), ლისა ბიდლინგმაიერი, (გერმანია/შვეიცარია), ლისა გუტჩერი და დავით ჩაგანავა, (გერმანია), ნატა ფირცხვალა, (საქართველო/ისრაელი), ოლეგ ტიმჩენკო, (საქართველო), როკო ირემაშვილი, (საქართველო), შაჰარ მარკუსი, (ისრაელი), თამარ ხმიადაშვილი, (საქართველო), იოა ლა შინი, (კორეის რესპუბლიკა).

“წადი სამხრეთ-დასავლეთით, ღორჯუმისკენ!” – მარიამ ნატროშვილი, დეთუ ჯინჭარაძე, გიო ჯინჭარაძე,  გიორგი  ქათამაძე (საქართველო).

“საცხოვრებელი ოთახი II” – გაბრიელ ადამსი, ამელია ტოელკე, (აშშ), აურელია დე სტ ანდრე, აშშ/საფრანგეთი, ჟან-ლორინ სტერიანი (რუმინეთი), ტიშკა სამბორსკა (იტალია/პოლონეთი), კატარინა მადერთანერი, ტესა კნაპი, (გერმანია), ნინო მაისურაძე (საქართველო), გროსმაისტერი, საფრანგეთის ორგზის ჩემპიონი ქალთა ჭადრაკში და ალექსანდრ ჰილარიო ტაკედა საკაი დოს სანტოს ფიერი (ბრაზილია), გროსმაისტერი.

“მეექვსე ელემენტი” – გურამ წიბახაშვილი, ანა ლორდქიფანიძე, თინათინ კიღურაძე, რიტა ხაჩატურიანი, ივა კეშელაშვილი, ტატო ახალკაციშვილი, ვახო ხეთაგური (საქართველო), ედუარდ დე”პაზი (საფრანგეთი).

“მე იდიოტი ვარ, დედა!” – ანა წოწონავა, ავთანდილ გახოკიძე, დავით გოცირიძე, გიორგი შალიკაშვილი, გურამ საყვარელიძე, ირაკლი მიქიაშვილი, ლიკა ქურდაძე, მაკო ლომაძე, მარი აქუბარდია, ნონა დიდებაშვილი (საქართველო).

“ხვალ იქნება გუშინ” – ტატო ახალკაციშვილი, (საქართველო).

“ინერფერერა” –  ვახო ბუღაძე,  (საქართველო).

“თანამედროვე  ბეჭდური  წარწერა და დიზაინი”,  ვორკშოფი,  – ეკინ კილიჩი, (თურქეთი).

 „არტისტერიუმი“ დაფუძნდა და პირველად  ჩატარდა 2008  წლის ნოემბერში.
მე-9 არტისტერიუმის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის  მერიის  კულტურული  ღონისძიებების  ცენტრი,  საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ლიტერატურის მუზეუმი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველოს  ჭადრაკის ფედერაცია, ამერიკის საელჩო საქართველოში,  ბრიტანეთის საბჭო საქართველოში, გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში. ღონისძიების ორგანიზატორია ასოციაცია „არტისტერიუმი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები