ირაკლი კობახიძე: „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება ყველა საარჩევნო ოლქში გარდა ერთი ოლქისა

„ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება ყველა საარჩევნო ოლქში, გარდა ერთი ოლქისა“, – ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით გააკეთა.
კობახიძემ ამომრჩეველს ქართული დემოკრატიის გამარჯვება მიულოცა, რომელიც მისივე თქმით, აუცილებლად მოიტანს საქართველოში თავისუფლებას, სწრაფ განვითარებას და კეთილდღეობას. „კიდევ ერთხელ გვინდა გაგაცნოთ არჩევნების წინასწარი შედეგები, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიებიდან მიღებულ მონაცემებს ეყრდნობა. ამჟამად უკვე დათვლილია უბნების უდიდესი ნაწილი და შესაბამისად, ჩვენ უკვე შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება ყველა საარჩევნო ოლქში, 50-ე საარჩევნო ოლქში, გარდა ერთი ოლქისა, გარდა ერთი გამონაკლისისა, ეს არის ხაშურის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, სადაც ჯერჯერობით ითვლება არჩევნების შედეგები და სადაც ჩვენ ვუპირისპირდებოდით მრეწველების კანდიდატს.

ჩვენ გვინდა დიდი მადლობა განვუცხადოთ ამომრჩეველს გამოვლენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის და გამოცხადებული ნდობისთვის. ვულოცავ თითოეულ ამომრჩეველს ქართული დემოკრატიის კიდევ ერთ გამარჯვებას. იმ გამარჯვებას, რომელიც აუცილებლად მოიტანს საქართველოში თავისუფლებას, სწრაფ განვითარებას და კეთილდღეობას“,-აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები