“ნიკა გილაური აცხადებს, რომ მას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს და ლოგიკური კითხვა გვიჩნდება, რაში უხდის 600 ათასს დოლარს ლობისტებს?” – მაჭავარიანი
“ნიკა გილაური აცხადებს, რომ მას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს და ლოგიკური კითხვა გვიჩნდება, რაში უხდის 600 ათასს დოლარს ლობისტებს? რისი ლობირება სურს?”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
„მან უნდა გააკეთოს განცხადება, რატომ იხდის ნახევარ მილიონ დოლარზე მეტს ლობისტებში. დარწმუნებული ვარ, რომ გილაური პოლიტიკურ მოვლენებში მონაწილეობას იღებს და ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომელიც უფრო ჩრდილში იყო, ვიდრე ხაბეიშვილი, რომელიც ფრონტზე ჩანს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ნიკა გილაური სოციალურ ქსელში წერს: „ფონდების ანგარიშების დაყადაღება არის სრული ფარსი, საქართველოში სიკეთის კეთება, გასაჭირში მყოფთა გვერდში დგომა, უსამართლოდ დაჩაგრულთა დახმარება ვერ აიკრძალება“.