ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი: ამ დროისთვის იყენებს მისთვის კანონით მინიჭებულ, დუმილის უფლებას

“არაფერზე უარი არ განუცხადებია, ჩვენებაც მისცა და ამ დროისთვის იყენებს მისთვის კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას”, – ამის შესახებ , ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი, მარიამ ტაბატაძე აცხადებს.

“გუშინ შევხვდი, სანამ დროებითი მოთავსების იზოლატორში შეასახლებდნენ, კომუნიკაცია გვქონდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ფარგლებში, რაშიც მონაწილეობა მიიღო, არაფერზე უარი არ განუცხადებია, ჩვენებაც მისცა და ამ დროისთვის იყენებს მისთვის კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. საქმის მასალები არ გადმომეცა , შესაბამისად საქმის დეტალებში ვერ შევალ”, – აღნიშნავს ადვოკატი.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 14 მარტს, გვიან ღამით ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები