თამთა მეგრელიშვილი: პროფესიული და ადამიანური ეთიკა ერთად ჩარეცხა „ფორმულას“ ჟურნალისტმა თამუნა დემეტრაშვილმა – ის ოჯახს პენსიონერების და ქართული ჯარის ნაძარცვი ფულით კვებავს და დავით მათიკაშვილს და მის შვილებს წყევლის
„ბავშვების პოლიტიკაში გარევა ხომ ცალკე, ფსკერის ისტორიაა, მაგრამ კიდევ უფრო მძიმეა, როცა დაგავალეს და ქალაქში ძალით გასვეცკებულ ნანა ჟორჟოლიანს იცავ“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „ფორმულას“ ჟურნალისტის თამუნა დემეტრაშვილის სტატუსის შესახებ, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატის, დავით მათიკაშვილის მისამართით ამბობს, რომ მისმა შვილებმა „ჯართის შეგროვების იქით შემოსავალი ვერ მონახონ“.
როგორც მეგრელიშვილი წერს, თბილისში ახსოვთ, ნანუკა ჟორჟოლიანი სხვისთვის წართმეული მანქანით თავს როგორ იწონებდა. „რაც შეეხება დავით მათიკაშვილს, ნეტა მართლა შეეჯიბროს ბევრი, ან კაცობაში ან ქვეყნისთვის საქმის კეთებაში და წინ წავა!“.
„პროფესიული და ადამიანური ეთიკა კიდევ ერთხელ ერთად ჩარეცხა ფორმულას ჟურნალისტმა თამუნა დემეტრაშვილმა.
ის ოჯახს პენსიონერების და ქართული ჯარის ნაძარცვი ფულით გამდიდრებული კეზერაშვილისგან აღებული ფულით კვებავს და დავით მათიკაშვილს და მის შვილებს წყევლის.
ბავშვების პოლიტიკაში გარევა ხომ ცალკე, ფსკერის ისტორიაა, მაგრამ კიდევ უფრო მძიმეა, როცა დაგავალეს და ქალაქში ძალით გასვეცკებულ ნანა ჟორჟოლიანს იცავ.
ქალს, რომელსაც ხელოვნურად პროფესიული ტრამპლინები მოუწყვეს და მან თავისი უკულტურო მანერები და საუბრის მანერა ვერ დაივიწყა და მაინც ვერ დაძლია.
საბოლოოდ მან არც ჟურნალისტად ივარგა და არც ადამიანად.
პ.ს. თბილისში ახსოვთ, ნანუკა ჟორჟოლიანი სხვისთვის წართმეული მანქანით თავს როგორ იწონებდა.
ახლა ფონდს ამოეფარა, რომლის სტატუსი საქველმოქმედოა და იქ დაგროვილ თანხას კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ჩამდენთა ჯარიმების გადასახდელად ხარჯავს. პიროტექნიკისა და სხვა საჭიროებების შესაძენი თანხებიც ამ ფონდიდან გასცა და კი ვნახეთ მის მიერ დაფინანსებულმა ახალგაზრდებმა არაერთ პოლიციელს როგორ წაუკიდეს ცეცხლი.
რთულია ტალახში ამოსვრილი ამ ხალხის „განბანა“!
რაც შეეხება დავით მათიკაშვილს, ნეტა მართლა შეეჯიბროს ბევრი, ან კაცობაში ან ქვეყნისთვის საქმის კეთებაში და წინ წავა!“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.