თენგიზ შარმანაშვილი: ეჭვი მეპარება, რომ მილიონობით ლარი ქუჩაში 10-10 ლარობით იყოს შეგროვებული

„რაღაც ეჭვი მეპარება, რომ მილიონობით ლარი მართლა ქუჩაში 10-10 ლარობით იყოს შეგროვებული, ალბათ, გამოძიება ამ ფონდების შევსების წყაროსაც დაადგენს,“ – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა, რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გამოძიება ფონდების შევსების წყაროსაც დაადგენს.

„გახსოვთ, უცხოელები რომ იხდიდნენ ჩვენი მოქალაქეების ფულს და ჩვენი სუვერენიტეტი რომ ფეხქვეშ გათელეს? მოუწოდებდნენ, რაც გინდათ გააკეთეთ ჩვენ ვიხდითო. ახლა ვითომ ამ შეფარული ფონდებიდან ხდება ეს ყველაფერი და ეს გამოსაძიებელია. რაღაც ეჭვი მეპარება, რომ მილიონობით ლარი მართლა ქუჩაში 10-10 ლარობით იყოს შეგროვებული. ალბათ, გამოძიება ამ ფონდების შევსების წყაროსაც დაადგენს“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადება 17 მარტს გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები