უკრაინის მხრიდან არ არსებობს ურთიერთშემხვედრი მზაობა ენერგო ობიექტებზე 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი აცხადებს.
“სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ კიევის რეჟიმის მხრიდან ურთიერთშემხვედრი მზაობა ჯერ არ არსებობს. იყო მცდელობები, რათა “დარტყმები მიეტანათ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაზე. ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია”,- განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, რუსეთის ენერგო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები ტრამპისა და პუტინის მიერ მიღწეული შეთანხმების ჩაშლის მცდელობად განიხილება.