კახა კალაძე: დღევანდელი დღე იყო კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების გზაზე

“დღევანდელი დღე იყო კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების გზაზე“, – ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მან საქართველოს მოსახლეობას 2016 წლის არჩევნების ცატარება მიულოცა და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა საქართველოს მოსახლეობას მივულოცო 2016 წლის არჩევნების ჩატარება. დღევანდელი დღე იყო კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების გზაზე. არჩევნებმა ჩაიარა თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში, სადაც ამომრჩეველს საშუალება ჰქონდა არჩევანი გაეკეთებინა. მადლობას ვუხდით ამომრჩეველს აქტიურობისთვის და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის. საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ნდობა გამოუცხადა „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მიისვე თქმით, წინასწარი ინფორმაციით, თითქმის ყველა საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნება” ლიდერობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები