კახეთში წირვიდან დაბრუნებული სტიქაროსნები ავარიაში მოყვნენ – დაშავებულთა შორის მცირეწლოვანებიც არიან

საგარეჯოში, სოფელ მანავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 5-მდე ბავშვი სხვადასხვა დაზიანებებით საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რამდენიმე ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. როგორც „კვირას“ ერთ-ერთი დაშავებულის დედამ განუცხადა, ბავშვები წირვიდან სახლში ბრუნდებოდნენ.
“კაკაბეთიდან ბრუნდებოდნენ წირვიდან მამაოსთან ერთად, არ ვიცით, რა მოხდა. ძალიან აღელვებულები ვართ. ჩემი შვილის მდგომარეობა სტაბილურია, არ ვიცი, როგორ არიან სხვა ბავშვები. არიან მცირეწლოვნებიც“, – განაცხადა ერთ-ერთი დაშავებული ბავშვის დედამ.
როგორც „კვირას“ საგარეჯოს საავადმყოფოს ყოფილმა ექიმმა განუცხადა, დაშავებული ბავშვებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც, შესაძლოა, მისი გადმოყვანა თბილისის საავადმყოფოში რეანომობილით გახდეს საჭირო.
“ჩემთან მოვიდნენ დაზარალებული ბავშვების მშობლები. ვურჩიე, რომ თბილისში გადაიყვანონ ბავშვი, რადგან ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა, შესაძლოა, მას ოპერაცია დაჭირდეს. მომხდარიც მათგან შევიტყვე“, – განაცხადა „კვირათან“ საგარეჯოს საავადმყოფოს ყოფილმა ექიმა.
შსს-ს ინფორომაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მანავში 2 ავტომანქანა დაეჯახა ერთმანეთს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები