კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში სპექტაკლი “გაფრენა” გაიმართება

1 ნოემბერს, 19:00 საათზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში კახა იაკობიძის სპექტაკლი „გაფრენა“ გაიმართება. სპექტაკლს საერთაშორისო და რესპუბლიკური ფესტივალების ლაურეატი, ს. ახმეტელის პრიზის მფლობელი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების თეატრი წარმოადგენს.
როგორც „კვირას“ რეჟისორმა, კახა იაკობიძემ განუცხადა, სპექტაკლს საქველმოქმედო დატვირთვა აქვს და ცხინვალის სახელმწიფო თეატრის მსახიობის, დალი დოიჯაშვილის დასახმარებლად ტარდება. სპექტაკლი “თავისუფალი უნივერსიტეტის” სტუდენტის, 19 წლის თემო გურგენიძის ხსოვნას ეძღვნება. სპექტაკლზე დასწრება თავისუფალია.
პიესის ავტორია თამარ ფხაკაძე, მხატვარი – მანჩო ყარანგოზიშვილი, ქორეოგრაფი – ანი როსტომაშვილი, კოსტიუმების მხატვარი – თეა ძიგრაშვილი. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია გოგა გოგელია.
სპექტაკლში მონაწილეობენ: იოანე იმედაძე, ლაშა რამიშვილი, თამარ შენგელია, მარიამ კარბელაშვილი, მინდია ქიტიაშვილი, გურამ ჭურღულია, ზუკა ნატემელაძე, მარიამ სახოკია, მანჩო ყარანგოზიშვილი, სანდრო ჩინჩალაძე, მარიამ პატარაია, შალვა წიკლაური, გოგა ნაპარიშვილი, აჩი ნარიმანიძე, ნინო ზუხუბაია, დათო იაკობაშვილი, ანი როსტომაშვილი, აირა მაისურაძე, სანდრო თავაძე, მედეა ნიკორაშვილი და მარიამ ციხელაშვილი.
14885869_1191833587553586_618992343_n 14915006_1191833584220253_1030250366_n 14877825_1191833577553587_1259819499_n 14877641_1191833580886920_69077797_n 14877146_1191833570886921_26040769_n 14914968_1191833574220254_1387027612_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები