იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ 140 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

 27 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ 140 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.1925IMG_0614
როგორც „კვირას“ წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში აცნობეს, მოხსენება ,,იაკობ გოგებაშვილი ქართული ეროვნული სკოლის ამღორძინებელი“ წაიკითხა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ. პროფესორმა ვახტანგ გურულმა ისაუბრა XIX საუკუნის II ნახევრის საქართველოზე, იმ ეპოქის შესახებ, როცა სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა იაკობ გოგებაშვილი.
პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ ხაზი გაუსვა “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” უდიდეს როლს, ხოლო პროფესორმა ლევან ჯიქიამ – იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ მნიშვნელობას ქართველი ერის ერთიანობის საქმეში. პროფესორმა ქეთევან შენგელიამ აღნიშნა, რომ თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში იაკობ გოგებაშვილის ,,დედა ენა“ აცდენილია ავტორისეულ იდეას და გადასხვაფერებულია. კონფერენციის მონაწილეებმა დამსწრე სტუმრებს, სტუდენტებს მოუწოდეს, გააგრძელონ იაკობ გოგებაშვილის გზა, რომელიც ეროვნული ცნობიერების აღორძინების საქმეს ემსახურებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები