სარეკომენდაციო საბჭომ ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელად ბადრი მაისურაძე აირჩია

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატის კონკურსის წესით შესარჩევმა დროებითმა სარეკომენდაციო საბჭომ, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე ბადრი მაისურაძე აირჩია.
როგორც კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შერჩეული კანდიდატი მინისტრის ბრძანების საფუძველზე უნდა დაინიშნოს.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ჩატარებულ სხდომაზე, ფარული კენჭისყრის შედეგად, საბჭოს 10 წევრიდან 7-მა მხარი ბადრი მაისურაძეს დაუჭირა, 2 ხმა მიიღო ბადრი ბაგრატიონ გრუზინსკიმ. საბჭოს ერთმა წევრმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები