უბედური შემთხვევა სოფელ დოესში – მარტოხელა მოხუცი სიგარეტის ნამწვით დაიწვა

უბედური შემთხვევა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში. როგორც „კვირას“ კასპის მუნიციპალიტეტში სოფელ დოესის წარმომადგენელმა, ტარიელ ოხანაშვილმა განუცხადა, შემთხვევის შედეგად 82 წლის გურამ თათანაშვილი დაიღუპა.
“როგორც გავიგეთ, მარტოხელა მოხუცი სახლში, აივნის ქვემოთ, სავარძელში იჯდა, ნასვამი იყო და სიგარეტს ეწეოდა. მოხუცს ჩასძინებია, ანთებული სიგარეტის ნამწვი ტანსაცმელს მოეკიდა და დაიწვა. მოხუცს ორი შვილი, ქალ-ვაჟი ჰყავს, მაგრამ ისინი თბილისში ცხოვრობენ. იმ დღეს გურამი სახლში მარტო იყო“ ,- აღნიშნა ტარიელ ოხანაშვილმა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები