ნანუკა გოლიაძემ ფლეიტისტთა საერთაშორისო კონკურსზე გაიმარჯვა

 ბულგარეთის ვარნაში გამართულ ფლეიტისტთა საერთაშორისო კონკურსზე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ ჩასაბერი განყოფილების მე-8 კლასის მოსწავლემ, ნანუკა გოლიაძემ  III პრემია და ლაურეატის წოდება მოიპოვა, – ინფორმაციას  თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ფეისბუქის გვერდი ავრცელებს.
აქვე, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ ულოცავს თავის აღსაზრდელს და მის პედაგოგ ას. პროფესორ მერი ჟვანიას ამ გამარჯვებას და მომავალშიც დიდ შემოქმედებით წარმატებებს უსურვებს!

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები