„ზღაპარი ცხვარზე“ – ლიტვის სახალხო თეატრი საგარეჯოს კულტურის სახლში წარმოდგენას გამართავს

27 ოქტომბერს, 15:00 საათზე, საგარეჯოს კულტურის სახლის სცენაზე ლიტვის სახალხო თეატრი წარმოადგენს სპექტაკლს ,,ზღაპარი ცხვარზე”.
რეჟისორი: ჰანა შუმერლეიდი.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ლიტვის სახალხო თეატრი 5-დღიანი გასტროლით საგარეჯოში იმყოფება. თეატრის დასის წარმომადგენლებს  საგარეჯოს მიხეილ ჭიაურელის სახელობის სახალხო თეატრი და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობა მასპინძლობს.
შეგახსენებთ, რომ საგარეჯოს სახალხო თეატრი გაზაფხულზე მიწვეული იყო ლიტვის ქალაქ კაუნასში, თეატრალურ დღეებზე, სადაც მან ლიტველი მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. თეატრმა წარადგინა სპექტაკლი ,,მე, შენ, ის“, რომლის რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილია.
აღსანიშნავია ისიც, რომ საგარეჯოს თეატრის ქალაქ კაუნასში ვიზიტმა მათსა და ლიტვის სახალხო თეატრს შორის მეგობრობას ჩაუყარა საფუძველი.
ლიტველ მსახიობებს საგარეჯოს თეატრის მსახიობებმა გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს, მათ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გზირიშვილიც შეხვდა.
ვიზიტის ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა კულტურული ღონისძიება და ასევე ექსკურსიები საგარეჯოსა და მის ფარგლებს გარეთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები