მონოსპექტაკლ „ილიას“ კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი უმასპინძლებს

28 ოქტომბერს, 18 საათზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში  მონოსპექტაკლი „ილია“ დაიდგმება.  მონოსპექტაკლს წარმოადგენს საერთაშორისო და რესპუბლიკური ფესტივალების ლაურეატი, ს. ახმეტელის პრიზის მფლობელი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების თეატრი.
ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი – გოგა გეგელია. ილია – კახა იაკობიძე.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, სპექტაკლი  ილია ჭავჭავაძის შემოქმედებას ასახავს და მწერლის ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებს მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები