დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის – „სინედოკ თბილისის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

21 დან 25 ოქტომბრის ჩათვლით თბილისში დოკუმენტური ფილმების  საერთაშორისო ფესტივალი „სინედოკ თბილისი“ გაიმართა. ჩვენებები კინოთეატრებში – “ამირანი”, “რუსთაველი” და “ფრონტლაინ კლუბ ჯორჯიაში” შედგა.  ფესტივალში 7 ქართული ფილმი მონაწილეობდა. თბილისს სხვადასხვა ქვეყნიდან ცნობილი რეჟისორები ეწვივნენ.
და აი, გამოვლინდნენ თბილისის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის „სინედოკ თბილისის“ გამარჯვებული ფილმებიც.

საერთაშორისო საკონკურსო სექცია:

გამარჯვებული ფილმი − „ძმები“, რეჟისორი ვოიტეკ სტარონი;
ჟიურის სპეციალური აღნიშვნა – „ოჯახური ურთიერთობები“, რეჟისორი ტომ ფასარტი.
CivilDOC საკონკურსო სექცია:
გამარჯვებული ფილმი – „სესილია“, რეჟისორი პანკაი ჯოჰარი;
ჟიურის სპეციალური აღნიშვნა – „ვინღა შემიყვარებს ახლა“? რეჟისორები – ბარაკ ჰეიმანი, ტომერ ჰეიმანი;
Focus Caucasus საკონკურსო სექცია:
გამარჯვებული ფილმი – „ერთი, ორი, სამი“, რეჟისორი – არმან იერიციანი;
ჟიურის სპეციალური აღნიშვნა –
„ახალგაზრდა მოჭიდავეები“, რეჟისორი მეთ გუმურჰანი;
სტუდენტური ჟიურის რჩეული ფილმი  –
„ძმები“, რეჟისორი – ვოიტეკ სტარონი;
მაყურებლის რჩეული ფილმი – „ტრანზიტ ჰავანა“, რეჟისორი დანიელ აბმა;
CinéDOC Young სექციის გამარჯვებული – „ვცეკვავ შენთვის“, რეჟისორი ერლენდ ე. მო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები