ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი „თბილისის სცენოგრაფიის ბიენალესთვის” ემზადება

27-31 ოქტომბერს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული (YTA UNION) ცენტრისა და საქართველოს OISTAT ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით, თბილისის სცენოგრაფიის ბიენალე ჩატარდება. ბიენალეს საექსპოზიციო ნაწილი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსის საგამოფენო დარბაზში გამოიფინება.14882264_1133448983442263_9118658595985155848_o
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ბიენალეს მიზანია, ახალგაზრდა სცენოგრაფებისა და ხელოვანთათვის (საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან) პროფესიული განვითარებისა და შემოქმედებითი იდეების გასაზიარებლად, ასევე ინტერკულტურული დიალოგისათვის პირობების შექმნა.
გამოიფინება მონაწილეთა ნამუშევრები, გაიმართება „მრგვალი მაგიდები“, შემოქმედებითი შეხვედრები, ლექცია-წარდგინებები და დისკუსიები.
თბილისის სცენოგრაფიის ბიენალეს დაფუძნებით, კიდევ ერთი პროფესიული ფესტივალი ჩნდება, რაც ემსახურება ამ მულტიდისციპლინარული დარგის ზოგად განვითარებას, ასევე თანამედროვე ქართული სცენოგრაფიის განვითარებას და საქართველოს კულტურის პოპულარიზაციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები