ქართული ფილმის – „სხვისი სახლის” ოპერატორი აზიურ „ოსკარზეა“ წარდგენილი

რუსუდან გლურჯიძის ფილმის “სხვისი სახლის” ოპერატორი გორკა გომეს ანდრეუ, The Asia Pacific Screen Awards-ზე, საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვისაა წარდგენილი.
“სხვისი სახლი” საქართველოს კანდიდატი ფილმია „ოსკარზე“, რომელმაც უკვე მოიპოვა სამი მთავარი ჯილდო კარლოვი-ვარის, ბერგენისა და ევრაზიის საერთაშორისო ფესტივალებზე.
როგორც „კვირას“ კინოცენტრში განუცხადეს, APSA აზია-წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოება 2007 წლიდან ავსტრალიის ქალაქ ბრისბანში იმართება და მას ღონისძიების მნიშვნელობისა და მისი მასშტაბურობის გამო აზიურ „ოსკარს“ უწოდებენ.
წელს დაჯილდოების ცერემონიალი 24 ნოემბერს გაიმართება და მას სტუმრების რეკორდული რაოდენობა 1000 სტუმარი დაესწრება.
რეკორდულია საკონკურსო ფილმების რაოდენობაც – 303 ფილმი 43 ქვეყნიდან.
ცნობილი ესპანელი ოპერატორი გორკა გომეს ანდრეუ ქართველ რეჟისორებთან ხშირად თანამშრომლობს. იგი მუშაობდა ისეთ ქართულ ფილმებზე, როგორიცაა: “მოირა”, “ჩაიკა”, “დაკარგული სოფელი” და სხვ.
ქართული ფილმი Asia Pacific Awards-ზე პირველად 2012 წელს გამოჩნდა, როდესაც სალომე ჯაშის “ბახმარო” ნომინირებული იყო საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში.
2015 წელს კი მიშა გომიაშვილი წარადგინეს საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაში ფილმში “პრეზიდენტი” შესრულებული როლისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები