ვლადიმერ (ლადო) აღნიაშვილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

25 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ვლადიმერ (ლადო) აღნიაშვილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
როგორც „კვირს“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ღონისძიება ეძღვნებოდა ლადო აღნიაშვილის დაბადებიდან 155, „ქართული ხოროს” დაარსებიდან 130 და იოზეფ რატილის დაბადებიდან 175 წლისთავს. საღამოზე ასევე გაიმართა ციური ბერიძის წიგნის „კვლევა-ძიების მასალები ვლადიმერ (ლადო) აღნიაშვილის შესახებ (2000-2016)” წარდგინება.
ლადო აღნიაშვილის მოღვაწეობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული ირანთან და ფერეიდანში მცხოვრებ ქართველებთან.  საღამოზე მოწვეულნი იყვნენ ფერეიდნელი ქართველებიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები