მუსიკისა და დრამის თეატრში „ბალიშის კაცუნას“ პრემიერა გაიმართება

29 ოქტომბერს, 18.00 საათზე, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრში მარტინ მაკდონას „ბალიშის კაცუნას“ პრემიერა გაიმართება.
როგორც „კვირას“ თეატრში განუცხდეს, ინგლისურიდან თარგმნა მანანა ანთაძემ; რეჟისორი და სცენოგრაფი: დავით დოიაშვილი; კოსტიუმების მხატვარი: ანანო მოსიძე;  ქორეოგრაფი: კოტე ფურცელაძე; განათების მხატვარი: ია ნადირაშვილი; ხმის რეჟისორი: ემზარ ბეგიაშვილი; ფოტო: გიორგი ინდუაშვილი
მონაწილეობენ: კახა კინწურაშვილი, დავით ბეშიტაიშვილი, დევი ბიბილეიშვილი, ნანა ბუთხუზი, ბუბა გოგორიშვილი, ალეკო ბეგალიშვილი, გიგი ქარსელაძე.
სპექტაკლის ანოტაცია: „გაგიტარებიათ ერთი ჩვეულებრივი საღამო თეატრში საკუთარ თავში და ბალიშში ჩაძირულს?!
გიფიქრიათ ოდესმე, საიდან მოდის თქვენი ბავშვობის ამდენი ტრავმა?!
აღმოგიჩენიათ, რომ საყვარელმა მშობლებმა მხოლოდ მსხვერპლად გაგზარდეს, ან უარესი – ზოგი თქვენგანი – მჩაგვრელადაც?!
იცოდით, რომ 6 ადამიანის მკვლელი შეიძლება იყოს უდანაშაულოც?!
შეგიმჩნევიათ, როგორ გიჭირთ სიახლეებთან შეგუება და როგორ გაღიზიანებთ ადამიანები – სხვისგან გამორჩეულები და განსხვავებულები?!
მიხვდით ბოლო-ბოლო, რომ ღმერთი მხოლოდ იმიტომ უნდა გიყვარდეთ, რომ მას ჰყავს რჩეული და ერთ მშვენიერ დღეს ეს რჩეული შეიძლება თქვენ აღმოჩნდეთ?!
და საერთოდ, იცოდეთ – „ჰეფი-ენდი“ – დიდი ტყუილია! ბედნიერი დასასრული ცხოვრებაში არ არსებობს!
და იცით, რატომ?
იმიტომ რომ, თქვენ არასდროს გაგიტარებიათ ერთი სრული საღამო თეატრში!
თქვენ არასდროს ყოფილხართ ლაუნჯ-სპექტაკლზე სამი ანტრაქტით და მსუბუქი ვახშმით!
თქვენ არასდროს დაგიგემოვნებიათ კერძი-წარმოდგენა „ბალიშის კაცუნა“!
რა თქმა უნდა – არა!
ჰოდა, მობრძანდით 29 ოქტომბერს, 6 საათზე!
თქვენ გაგიმასპინძლდებათ მუსიკისა და დრამის თეატრი!
შეფ-მზარეული – დავით დოიაშვილი“, – აღნიშნულია ანოტაციაში.
პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები