„ცოცხალი წიგნები“ მარჯანიშვილის თეატრში – შეხვედრა გიორგი არაბულთან გაიმართება

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, პროექტით „ცოცხალი წიგნები“, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ახალ სეზონს იწყებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, 31 ოქტომბერს, 20 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა პოეტ გიორგი არაბულს დაეთმობა.
მთელი წლის განმავლობაში, ყოველ მესამე ორშაბათს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა „ცოცხალი წიგნების“ მონაწილე მწერლებს უმასპინძლებს, რომლებიც მკითხველებს საკუთარ შემოქმედებას მონო-სპექტაკლის სახით გააცნობენ.
მონო-სპექტაკლებზე  სტუდენტებისთვის დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები