26 ოქტომბერი

10:00
სატუმრო “Radisson Blue Iveria”-ში გაიმართება, მე-7 , “სატელეკომუნიკაციო შეხვედრა”. ღონისძიებას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელი ვახტანგ აბაშიძე და TMG Georgia-ს ორგანიზატორი სოფიო ამირანაშვილი გახსნიან. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 100-მდე დელეგატი საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა სატელეკომუნიკაციო კომპანიიდან.

10:30

მეორე ტურში გასული „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ჭიჭინაძე „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელობა; მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.

11:00
თანაინვესტირების ფონდი საზოგადოებას წარუდგენს საქართველოში ყველაზე მასშტაბურ და უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით აღჭურვილ “პლანტას” სასათბურე კომპლექსს. 12 ჰექტარზე გაშენებულ მაღალტექნოლოგიურ სასათბურე მეურნეობას დაათვალიერებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ხელისუფლების წარმომადგენლები, მედია და სტუმრები დიპლომატიური კორპუსიდან. საკონტაქტო: M 577757979

11:00
“პირველის პრესკლუბში” უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე საგანგებო ბრიფინგს გამართავს. თემა: “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვა. წარმოდგენილი იქნება კონკრეტული ფაქტები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: 595 03 77 22 ეკა.

11:00
“რეპორტიორის” პრესკლუბში “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრი თემურ ჭკუასელი ბრიფინგს გამართავს.

11:30
„სტრატეგიული ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე „კვირას“ პრესკლუბში დონბასიდან ჩაერთვება და პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ქვემო ქართლში დაგეგმილი მოსალოდნელი პროვოკაციები და აზერბაიჯანიდან გადმოსული მებრძოლები; საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეფასება; რა დავალებებს აძლევდა მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.

11:30
“პირველის პრესკლუბში” ექსპერტი ლევან კალანდაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ლარის კურსი, მიმდინარე საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: 595 03 77 22 ეკა.

11:30
“მარშალპრესის” პრესკლუბში თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე კრწანისის ეროვნულ საწვრთნელ ბაზაზე მომხდართან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: მაჩაბლის 7, საკონტაქტო: 599 261 414

12:00
გარდაბანში, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი შპს “გარდაბნის თბოსადგურ 2”-ის მშენებლობას ჩაუყრიან საფუძველს.
12:00
“რეპორტიორის” პრესკლუბში “საქართველოს განვითარების ლაბორატორიის” ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა ბრიფინგს გამართავს.
12:00
NEW
“მარშალპრესის” პრესკლუბში “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი ლიდერი გია ცაგარეიშვილი პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: მაჩაბლის 7, საკონტაქტო: 599 261 414
12:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი, შპს “გარდაბნის თბოსადგურ 2”-ს ხელმძღვანელობა, მთავრობის წევრები და China Tianchen Engineering Corporation TCC-ის წარმომადგენლები გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მეორე ბლოკის მშენებლობის დაწყების ცერემონიალს დაესწრებიან. საკონტაქტო პირი: ნინო ჯღარკავა – 595 95 72 73

12:30
“რეპორტიორის” პრესკლუბში ექსპერტი ვახტანგ მაისაია ბრიფინგს გამართავს.

14:00
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის პრესკონფერენცია გაიმართება. თემა – „მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება“. მისამართი: საქართველოს ეროვნული ბანკი; სანაპიროს 2, მე-5 სართული

17:00
“ამბასადორში” სახალხო დამცველი გამართავს საჯარო დებატებს თემაზე: “სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიება”. მისამართი: იოანე შავთელის ქ.16

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები