ღია შეხვედრა ზაზა მარჯანიშვილთან – „მუსიკის მნიშვნელობა სინემატოგრაფის განვითარებაში“
27 ოქტომბერს „ათონის დარბაზში“ გაიმართება ღია შეხვედრა ზაზა მარჯანიშვილთან, თემაზე – „მუსიკის მნიშვნელობა სინემატოგრაფის განვითარებაში“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოჩენილი ქართველი მუსიკოსი და კომპოზიტორი ზაზა მარჯანიშვილი 20 წლის მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა აშშ-ში (კერძოდ, ნიუ-ორლეანსა და ლოს-ანჯელესში). წარმატებული მოღვაწეობის წყალობით იგი ცნობილია ფართო საზოგადოებისათვის; ბოლო წლებში დაბრუნდა სამშობლოში და ამჟამად მოღვაწეობს საქართველოში.
შეხვედრის დროს დაგეგმილია მცირე „მუსიკალური პერფორმანსიც“.